- კაბალა
- წიგნი, რომელმაც იუდაიზმის ისტორიაში თვალსაჩინო როლი შეასრულა. მას საფუძვლად დაედო რელიგიური ზეპირგადმოცემები. ამაზე მიანიშნებს თვით ტერმინი - კაბალა (ებრ. კაბ. ,,გადმოცემა’’). ეს წიგნი თარიღდება XIII -XIV სს-ით. მას ახასიათებს მისტიციზმი და ზოგიერთი თეოლოგიური საკითხების თავისებური ინტერპრეტაცია. მის მიმდევრებს სწამთ სულების გარდასახვის შესაძლებლობა (მეტემფსიქოზი), რის გამოც, როგორც ამბობენ, კაბალისტური მისტიკა იქცა ჯადოქრობისა და მაგიის იარაღად.Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
Georgian encyclopedia. 2013.